воскресенье, 12 октября 2008 г.

თბილისის ისტორიული ძეგლები

გსურთ, მეტი გაიგოთ იუნესკოს ქართული მემკვიდრეობის შესახებ? გაინტერესებთ, რას შეისწავლის იუნესკო საქართველოში? გინდათ, მეტი იცოდეს მსოფლიომ საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ? მაშინ შემოგვიერთდით.
თბილისის ისტორიული ძეგლები
144-ე სკოლის V კლასელებმა გადაწყვიტეს თბილისის ისტორიული ძეგლების შესწავლის მიზნით მიეღოთ მონაწილეობა პროექტში „იუნესკოს მემკვიდრეობის მკვლევარები“.2008 წლის 24 ნოემბერს დავგეგმეთ ექსკურსია თბილისის ძველ უბნებში. ბავშვებმა მოინახულეს ანჩისხატის, სამების, მეტეხის, სიონის, მამადავითის ეკლესიები. გააკეთეს ჩანაწერები და ჩანახატები თითოეულ მათგანზე. დააკვირდნენ ქართული ფრესკებისა და ხატების წარწერებს. ამოიწერეს ასომთავრული,მრგლოვანი წარწერები და ქარაგმები, შემოკლებები.
ხუთი ჯგუფი მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით. სამუშაო გადანაწილდა ჯგუფის წევრებს შორის:I ჯგუფი აკვირდებოდა თითოეული ისტორიული ძეგლის გეოგრაფიულ მდებარეობას, თავისებურებას.II ჯგუფი არკვევდა, რომელი ციხე, ეკლესია როდის, რომელი მეფის მიერაა აგებული. რა ისტორიულ ფაქტს ან ბრძოლას უკავშირდება. III ჯგუფი სწავლობდა ქართულ ქარაგმებს, აკვირდებოდა ხატწერისა და ფრესკების თავისებურებებს. IV ჯგუფმა მოიძია თბილისისა და ქართულ ციხე-ტაძართადმი მიძღვნილი ლექსები და ლიტერატურული ნაწარმოებები. V ჯგუფმა დახატა ექსკურსიის შთაბეჭდილებები და თბილისის ხედები.დაწერეს ჩანახატები„თბილისური განთიადი“, „მზიანი ქალაქის ეტიუდები“და „ჩემი ქალაქის მატიანე“.ბავშვების ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მთაწმინდა-კრწანისის რაიონში არსებულ ისტორიულ ძეგლებს და გაარკვევს,რომელია მეტად დაზიანებული და რომელს ესაჭიროება მეტი ზრუნვა და ყურადღება.